უკრაინაზე უკანასკნელ თავდასხმას პუტინისთვის გასაგებ ენაზე უნდა ვუპასუხოთ - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას პუტინისთვის გასაგებ ენაზე უნდა ვუპასუხოთ, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა.
რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები უნდა გადაეცეს.
„უკრაინაზე უკანასკნელ თავდასხმას პუტინისთვის გასაგებ ენაზე უნდა ვუპასუხოთ: სანქციების გამკაცრებით, რათა მან კონტრაბანდული კომპონენტებით ახალი იარაღი ვერ შექმნას და კიევისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემით, რაც მას გამშვები და სამეთაურო ცენტრების განადგურების საშუალებას მისცემს“, - წერს სიკორსკი „ტვიტერზე“.
5 მოკლული და 130 დაშავებული - ახლი წლის ღამეს პუტინის ომს უკრაინაში ისევ უდანაშაულო ადამიანები შეეწირნენ. ხარკოვსა და კიევზე მიტანილი იერიშის შემდეგ გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა იზრდება.