ენტონ ბლინკენსა და დევიდ კამერონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

03.01.24 12:07
ენტონ ბლინკენსა და დევიდ კამერონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანსა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

ენტონ ბლინკენმა და დევიდ კამერონმა ღაზის სექტორში მიმდინარე კონფლიქტი და ომში ჩართული უკრაინის დასახმარებლად გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს.

ასევე, მათ წითელ ზღვაში ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ მიერ კომერციულ გემებზე განხორციელებული თავდასხმების წინააღმდეგ კოლექტიური მრავალმხრივი მოქმედების მნიშვნელობა განიხილეს“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.