იემენელმა ჰუსიტებმა სავაჭრო გემების მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა ისროლეს

ირანის მარიონეტულმა ჰუსიტების დაჯგუფებამ 2 იანვარს წითელი ზღვის სამხრეთით ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტები სავაჭრო გემების მიმართულებით ისროლეს - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის შეიარაღებული ძალები ავრცელებენ.
როგორც ირკვევა, ინციდენტის შედეგად სავაჭრო გემები არ დაზიანებულა, რადგან რაკეტები მათ მიმდებარედ, წყალში ჩავარდა.