"ჰამასმა" ოფიციალურად დაადასტურა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის სიკვდილი

ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასმა" მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, სალეჰ ალ-არურის დაღუპვა დაადასტურა - ორგანიზაციის ცნობით, ლიბანში მომხდარი აფეთქების შედეგად მოკლულია კიდევ 2 მეთაური და 4 წევრი.
ლიბანური მედიასაშუალებების ცნობით, აფეთქება 2 იანვარს, "ჰამასის" ოფისში მოხდა, რომელიც ბეირუთის გარეუბან დაჰიაში მდებარეობს.