ახალი წლის გასატარებლად ევროპის 10 საუკეთესო ადგილს შორის თბილისიც მოხვდა - forbes-ის რეიტინგი

03.01.24 15:50
ახალი წლის გასატარებლად ევროპის 10 საუკეთესო ადგილს შორის თბილისიც მოხვდა - forbes-ის რეიტინგი

ახალი წლის გასატარებლად ევროპის 10 საუკეთესო ადგილს შორის თბილისიც მოხვდა - forbes-ის რეიტინგში საქართველოს დედაქალაქი მეხუთე ადგილს იკავებს.

მოგზაურობის ექსპერტებმა ჩაატარეს კვლევა, სადაც მონაწილეობა 11,963-მა ადამიანმა მიიღო 112 ქვეყნიდან. აქედან უმრავლესობა, 22.42%-ი გაერთიანებული სამეფოდან, ხოლო 18,91%-ი პროცენტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან იყო. ევროპაში ახალი წლის ღამის გასატარებლად საუკეთესო სანახაობათა სიაში პირველი ადგილი პორტუგალიის კუნძულს, მადეირას უჭირავს, რომელსაც მოსდევს ესპანეთის კურორტი მარბელა და მესამე ადგილი უჭირავს ლონდონს.

რეიტინგში მეოთხე ადგილზე პორტუგალიის დედაქალაქი ლისაბონი დგას. მეხუთე ადგილს კი თბილისი იკავებს. მეექვსე ადგილზეა პრაღა, მეშვიდეზე იბიცა, მერვეზე საო მიგუელი, მეცხრეზე ედინბურგი, ხოლო მეათე ადგილს პორტო იკავებს.

აი რას წერს პროფესიული ტურისტული ორგანიზაცია თბილისზე და რატომ იკავებს საქართველოს დედაქალაქი მეხუთე ადგილს რეიტინგში:

თბილისი ერთ-ერთი რეალური არჩევანია დაბალი ფასების გამო. თბილისში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ნომერი 5-ჯერ უფრო იაფია, ვიდრე ლონდონში და პარიზში. ამავდროულად, თბილისი არის უსაფრთხო ქალაქი, სადაც ნაკლებია დანაშაულის მაჩვენებელი და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ბრიტანელი მოქალაქეებისთვის საქართველოში მოგზაურობა მარტივია, რადგან მათთვის არ არის დაწესებული სპეციალური სავიზო რეგულაციები. თბილისი არის ასევე ფავორიტი ადგილი საჭმლისა და ღვინის მოყვარულთათვის. საქართველოს დედაქალაქი საახალწლოდ მორთულია იანვრის ბოლომდე და საჯარო ადგილებში იმართება საახალწლო კონცერტები. თბილისის საახალწლო ბაზრობა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია ევროპის ქალაქებს შორის", - იტყობინება პროფესიული ტურისტული ორგანიზაცია.