დაკავებულია პირი, რომელიც რუსულ FSB-სთან თანამშრომლობაშია ეჭვმიტანილი

03.01.24 17:34
დაკავებულია პირი, რომელიც რუსულ FSB-სთან თანამშრომლობაშია ეჭვმიტანილი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კიევში ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავესე - მას რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ მუშაობასა და რუსული FSB-ს აგენტობას ედავებიან.

დაკავებულის ვინაობა უცნობია, თუმცა როგორც ირკვევა, იგი წლების წინ ენერგეტიკის სამინისტროში მუშაობდა და მხარს უჭერდა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების რუსეთის როსტოვის ოლქთან შეერთებას.

2014 წელს, საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, მან დაიწყო საკუთარი თავის პოზიციონირება, როგორც „პოლიტიკურმა ექსპერტმა“ და პუბლიკაციების ავტორმა, სადაც ადიდებდა კრემლის აგრესიულ პოლიტიკას უკრაინის მიმართ. ამ დროიდან იგი უშუალო კავშირში იყო FSB-ის მე-5 სამმართველოს ერთ-ერთ ხელმძღვანელთან, რომელიც კოორდინაციას უწევდა მის საინფორმაციო და დივერსიულ საქმიანობას უკრაინის წინააღმდეგ. რუსი აგენტი ასევე თანამშრომლობდა ტერორისტ პასიჩნიკთან, რომელსაც მან „ექსპერტთა“ რეკომენდაციები გადასცა დროებით ოკუპირებულ ლუგანსკში უკრაინელი პატრიოტების წინააღმდეგ რეპრესიების გაძლიერების შესახებ.
გარდა ამისა, აქვეყნებდა პოსტებს სოციალურ ქსელებში, სადაც უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების როსტოვის ოლქის შემადგენლობაში შესვლას ითხოვდა" ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის [SBU] ინფორმაციაში.