ირანში აფეთქების შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა

ირანში გენერალ ყასემ სულეიმანის საფლავთან მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - ამის შესახებ ინფორნაციას ირანის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ირანის მთავარ ქალაქ ქერმანში, გენერალ ყასემ სულეიმანის გარდაცვალების ოთხი წლისთავზე, ორი აფეთქება მოხდა.
ჩვენი სწრაფი რეაგირების ჯგუფები დაშავებულების ევაკუაციას ახორციელებენ, მაგრამ ხალხის ჯგუფი გზებს ბლოკავს“, - განაცხადა ქერმანის პროვინციის წითელი ნახევარმთვარის ხელმძღვანელმა, რეზა ფალაჰმა.