ტრამპმა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა

04.01.24 10:19
ტრამპმა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა

დონალდ ტრამპი არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ითხოვს - სარჩელი ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა სასამართლოში უკვე შეიტანა. 

სასარჩელო მოთხოვნაში ტრამპი კოლორადოს შტატის გადაწყვეტილების გაბათილებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც მას არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს. ექსპრეზიდენტი თვლის, რომ ამ განაჩენით სასამართლომ კონსტიტუცია დაარღვია.