რუსეთმა და უკრაინამ ექვსი თვის განმავლობაში პირველად გაცვალეს ტყვეები

04.01.24 10:33
რუსეთმა და უკრაინამ ექვსი თვის განმავლობაში პირველად გაცვალეს ტყვეები

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 230 სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიბრუნა - ოკუპანტებმა კი 248 რუსი სამხედრო ტყვე გაათავისუფლეს. 

ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგანგებო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ტყვეობაში ჩავარდნილთა უმრავლესობა "აზოვსტალსა" და მარიუპოლს იცავდა.

რუსეთის ტყვეობიდან 200-ზე მეტი ჩვენი სამხედრო და სამოქალაქო პირი დავაბრუნეთ. ჯარისკაცები, სერჟანტები, ოფიცრები. შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, სამხედრო-საზღვაო ძალების მებრძოლები, მესაზღვრეები. მათი ნაწილი მარიუპოლსა და „აზოვსტალს” იცავდა“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები