უკრაინა და ნატოს საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს

04.01.24 13:51
უკრაინა და ნატოს საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს

უკრაინა და ნატოს საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს - ამის შესახებ ინფორმაციას Kyiv Independent-ი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრზე, დიმიტრო კულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კულებას თქმით, საგანგებო სხდომის განსახილველი ერთ-ერთი მთავარი საკითხი ომში ჩართული უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება იქნება.