აფეთქება ქერმანში - ირანი მომხდარს ტერორისტულ აქტად აცხადებს

04.01.24 14:13
აფეთქება ქერმანში - ირანი მომხდარს ტერორისტულ აქტად აცხადებს

ყუდსის ძალების მეთაურის, ყასემ სოლეიმანის საფლავის მახლობლად მომხდარი აფეთქებები ტერორისტებმა მოაწყვეს - ამის შესახებ კომენტარი ქერმანის გუბერნატორის მოადგილემ, რაჰმან ჯალალიმ გააკეთა. 

ირანის მთავრობის მონაცემებით, მომხდარ აფეთქებებს 103 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 141 პირი დაშავდა.