უკრაინის ახალი სამხედრო დახმარებისთვის ჯერჯერობით ბიუჯეტი არ გვაქვს - კირბი

04.01.24 14:36
უკრაინის ახალი სამხედრო დახმარებისთვის ჯერჯერობით ბიუჯეტი არ გვაქვს - კირბი

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით ისაუბრა და თქვა, რომ აშშ-ს არ გააჩნია საკმარისი ბიუჯეტი ომში ჩართულ ქვეყანას დახმარება გაუწიოს.

მისი თქმით, შტატებმა ახალ წლამდე უკრაინას დახმარების ბოლო პაკეტი გადასცა.

ახალი წლის დადგომამდე და შობის შემდეგ ჩვენ უკვე გადავეცით უკრაინას დახმარების ბოლო პაკეტი, რომლისთვისაც სახსრები გვქონდა. და ეს დახმარება რომ გავაგრძელოთ, ამისთვის კონგრესის თანხმობა გვჭირდება“, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

მსგავსი სიახლეები