თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებისგან გათავისუფლება და პრივილეგიები - ლუკაშენკომ კანონი სათავისოდ მოირგო

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსის პრეზიდენტის შესახებ კანონი სათავისოდ მოირგო და ცვლილებებს ხელი მოაწერა. ცვლილებების მიხედვით, მას ენიჭება უვადო პრივილეგიები, ოჯახის დაცვა და დევნის აკრძალვა.
ანუ, დოკუმენტის თანახმად, ქვეყნის გადამდგარი პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებისთვის. ასევე, საპრეზიდენტო თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, დოკუმენტის მიხედვით, ლუკაშენკო შეძლებს გახდეს სახალხო კრების დელეგატი და უვადო სენატორი. შემოსავლის წყაროს მიუხედავად, ცვლილებები ითვალისწინებს, რომ მას უვადოდ დაენიშნება ყოველთვიური, ხელფასის ოდენობის ანაზღაურება.