ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, რუსეთ-უკრაინას შორის პირველად ტყვეების გაცვლა მოხდა

04.01.24 20:43
ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, რუსეთ-უკრაინას შორის პირველად ტყვეების გაცვლა მოხდა

ექვსთვიანი პაუზის შემდეგ რუსეთ-უკრაინას შორის პირველად ტყვეების გაცვლა მოხდა. 248  ტყვე რუსეთმა, 230 კი  უკრაინამ უკვე დაიბრუნა, მათ შორის არიან მარიუპოლის მცველები, მებრძოლები, ვინც აზოვსტალის ქარხანას საკუთარი სიცოცხლის ფასად თვეების განმავლობაში იცავდნენ. პარალელურად რუსეთი აგრძელებს უკრაინაზე შტურმს. რაკეტები ოკუპანტებმა კიროვოგრადის ოლქში საცხოვრებელ სახლებს ესროლეს. 

ვრცელდება უმძიმესი კადრები ადგილიდან.  ერთი  გარდაცვლილი და რამდენიმე დაშავებული - ასეთია ბოლო ცნობები უკრაინის ქალაქიდან. ოფიციალური კიევი კი დამატებით შეიარაღებას დასავლეთისგან ითხოვს.  აშშ კი იტყობინება, რომ  კონგრესის  დამტკიცების გარეშე, მხოლოდ ბაიდენის ადმინისტრაცია ვერ ახერხებს დახმარებას. გეგმა ბე არ არსებობს, უნდა მოგვცეთ იარაღი, რადგან თუ რუსეთი გაიმარჯვებს, შემდეგი სამიზნე ნატო იქნება - მიმართავს დასავლეთს დმიტრო კულება.

 

მსგავსი სიახლეები