ისრაელი “ჰეზბოლას” პოზიციებზე საპასუხო დარტყმებს ახორციელებს

04.01.24 19:37
ისრაელი “ჰეზბოლას” პოზიციებზე საპასუხო დარტყმებს ახორციელებს

ისრაელმა ლიბანის სამხრეთში “ჰეზბოლას” პოზიციებზე დარტყმები მიიტანა. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი “ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს.

მისი თქმით, ცოტა ხნის წინა ისრაელის თვითმფრინავებმა საჰაერო დარტყმები მიიტანეს ლიბანის სამხრეთში მდებარე “ჰეზბოლას” პოზიციებზე. სამიზნეებს შორის იყო რაკეტების გაშვების პოზიცია, სადამკვირვებლო პოსტი და ტერორისტული ჯგუფის მიერ გამოყენებადი სხვა ინფრასტრუქტურა.