გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა ოლიგარქ უსმანოვის საჩივრის განხილვაზე

გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ პუტინის კარის ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის სარჩელი წარმოებაში არ მიიღო - მილიარდერი იახტა "დილბარზე" ჩატარებულ ჩხრეკას ასაჩივრებდა და სასამართლოს ღირსების შელახვის დადგენას სთხოვდა.
გერმანიის პროკურატურამ გადასახადებისთვის თავის არიდებაში, ქონების დამალვასა და ევროკავშირის სანქციების დარღვევაში ეჭვმიტანილი უსმანოვის სახლებსა და იახტაზე ჩხრეკა 2022 წლის სექტემბერში ჩაატარა.