აშშ-მა ერაყში დაჯგუფება "ჰარაკატ ალ-ნუჯაბის" ლიდერი მოკლა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ძალებმა ერაყში შიიტურ სამხედრო დაჯგუფება ჰარაკატ ზებოლა ალ-ნუჯაბაზე თავდასხმა განახორციელეს - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
პენტაგონის პრესსპიკერმა პეტ რაიდერმა განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ერაყში მოკლეს ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული დაჯგუფება "ჰარაკატ ალ-ნუჯაბის" ლიდერი, მუშტაკ ჯავად კაზიმ ალ-ჯავარი. რაყში მყოფმა ამერიკულმა ძალებმა საჰაერო დარტყმა 4 იანვარს განახორციელეს.