ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს ბალისტიკური რაკეტები მიაწოდა - კირბი

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს ბალისტიკური რაკეტები და გამშვები მოწყობილობები მიაწოდა - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, ჯონ კირბის ცნობით, რუსეთის ფედერაცია პარალელურად მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების შეძენას ირანისგანაც ცდილობს.
ამერიკის დაზვერვის წარმომადგენლების დასკვნით, რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან შეიძინა ბალისტიკური რაკეტები და ამჟამად ირანისგან ცდილობს მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების შეძენას უკრაინაში წარმოებულ ომში გამოსაყენებლად. ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს მიაწოდა ბალისტიკური რაკეტების გასაშვები დანადგარები და რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა. რუსეთის ძალებმა მათგან სულ მცირე 1 რაკეტა ისროლეს უკრაინაში 30 დეკემბერს. რუსეთსა და ირანს შორის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ხელშეკრულება გაფორმებული არ არის, მაგრამ აქტიურად მიიწევს წინ", - აღნიშნა კირბიმ.