ბელგოროდში ისევ აფეთქებები ისმოდა - ოკუპანტები ამტკიცებენ, რომ 10 რაკეტა მოიგერიეს

05.01.24 10:33
ბელგოროდში ისევ აფეთქებები ისმოდა - ოკუპანტები ამტკიცებენ, რომ 10 რაკეტა მოიგერიეს

რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ღამით ისევ აფეთქებები იყო. ინფორმაცია ადგილობრივ ტელეგრამ არხებზე გავრცელდა. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა მოსახლეობას მოუწოდა, სარაკეტო იერიშების გამო ფანჯრებს არ მიახლოვდნენ. 

ქალაქში საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობდა. ოკუპანტები ამტკიცებენ, რომ 10 რაკეტა მოიგერიეს.