უკრაინულმა არმიამ ოკუპირებულ სევასტოპოლთან რუსეთის ე.წ. ბაზა დაბომბა

05.01.24 11:18
უკრაინულმა არმიამ ოკუპირებულ სევასტოპოლთან რუსეთის ე.წ. ბაზა დაბომბა

უკრაინულმა არმიამ ოკუპირებულ სევასტოპოლთან რუსეთის ე.წ. ბაზა დაბომბა - ამის შესახებ ინფორმაციას სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, არიან დაღუპულები და დაშავებულები.

პარალელურად კი, რუსი საოკუპაციო ძალები იერიშებს უკრაინის მთელს ტერიტორიაზე აგრძელებენ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 10 იანვარს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია, სადაც კონგრესმენები ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების საკითხს განიხილავენ. საუბარია იმ რაკეტებზე, რომლითაც ოკუპანტებმა უკრაინა ახალი წლის დღეებში დაბომბეს.

ამერიკის დაზვერვის წარმომადგენლების დასკვნით, რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან შეიძინა ბალისტიკური რაკეტები და ამჟამად ირანისგან ცდილობს მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების შეძენას უკრაინაში წარმოებულ ომში გამოსაყენებლად. ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს მიაწოდა ბალისტიკური რაკეტების გასაშვები დანადგარები და რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა. რუსეთის ძალებმა მათგან სულ მცირე 1 რაკეტა ისროლეს უკრაინაში 30 დეკემბერს. რუსეთსა და ირანს შორის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ხელშეკრულება გაფორმებული არ არის, მაგრამ აქტიურად მიიწევს წინ", - აღნიშნა კირბიმ.