ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის კუნძულის მიმართულებით საარტილერიო ჭურვები გაისროლა - BBC

05.01.24 11:26
ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის კუნძულის მიმართულებით საარტილერიო ჭურვები გაისროლა - BBC

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის კუნძულ იონპიონგის მიმართულებით 200-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი გაისროლა - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სამხრეთ კორეა მომხდარს გმობს და პროვოკაციულ ქმედებად აფასებს. როგორც ირკვევა, საარტილერიო ჭურვებს სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე არ შეუღწევია. ყველა მათგანი ორ ქვეყანას შორის არსებულ ბუფერულ ზონაში დაეშვა. 

 

მსგავსი სიახლეები