ისრაელი ჩვენ წინააღმდეგ ომის წარმოებით საკუთარ საფლავს ითხრის - "ჰამასის" ლიდერი

05.01.24 11:54
ისრაელი ჩვენ წინააღმდეგ ომის წარმოებით საკუთარ საფლავს ითხრის - "ჰამასის" ლიდერი

ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერი, ხალედ მაშალი ბეირუთში სალეჰ ალ-არურის მკვლელობას ეხმაურება და აცხადებს, რომ ისრაელი, მათ წინააღმდეგ ომის წარმოებით, საკუთარ საფლავს ითხრის.

მისი თქმით, ილუზიაა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები "ჰამასის" ლიდერების მკვლელობას შეძლებს და დაჯგუფებას დაასუსტებს.

ამ ამპარტავან, კრიმინალ სიონისტ მტერს, ღაზის წინააღმდეგ ბარბაროსული აგრესიის სამი თვის შემდეგ მისი წარუმატებლობის და იმედგაცრუების მიუხედავად, თავისი კრიზისის საზღვარგარეთ ექსპორტი სურს.

მტერი ფიქრობს, რომ ჩვენი ლიდერების მკვლელობა წინააღმდეგობის ნებას დაარღვევს და ხელმძღვანელობას დაასუსტებს. მან არ იცის, რომ ეს დიდი ილუზიაა. ყოველთვის, როცა ლიდერი ეცემოდა, ის მაღლდებოდა და ლიდერის მოწამებრივი სიკვდილი სხვებს იმავე გზაზე აყენებს, იგივე ნებით, იგივე სიმტკიცით", - აღნიშნა ხალედ მაშალმა.

მსგავსი სიახლეები