ჯოზეფ ბორელი ლიბანში ჩავიდა

05.01.24 12:19
ჯოზეფ ბორელი ლიბანში ჩავიდა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ლიბანს ეწვია - ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს. 

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბორელი ლიბანის პარლამენტის სპიკერს ნაბიჰ ბერის, პრემიერ-მინისტრს ნაჯიბ მიქატისა და შეიარაღებული ძალების სარდალს გენერალ ჯოზეფ აუნს შეხვდება. 

მისია იქნება ღაზაში და მის ირგვლივ არსებული სიტუაციის ყველა ასპექტის განხილვის საშუალება, მათ შორის მისი გავლენა რეგიონზე, განსაკუთრებით ისრაელ-ლიბანის საზღვარზე არსებული ვითარება, ასევე რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილებისა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების შენარჩუნების მნიშვნელობა, რომელიც ევროკავშირმა 4-ჯერ, 100 მილიონ ევრომდე გაზარდა“, - აღნიშნულია პრესრელიზში.