უცხოელებს, რომლებიც რუსულ არმიაში ჩაირიცხებიან, პუტინი მოქალაქეობის დაჩქარებულად მიღებას ჰპირდება

05.01.24 12:51
 უცხოელებს, რომლებიც რუსულ არმიაში ჩაირიცხებიან, პუტინი მოქალაქეობის დაჩქარებულად მიღებას ჰპირდება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ახალ განკარგულებას, რომლის მიხედვითაც უცხოელთათვის, რომლებიც ჩაირიცხებიან რუსეთის არმიაში და ფრონტის ხაზზე იბრძოლებენ უკრაინის წინააღმდეგ, დაჩქარდება რუსეთის მოქალაქეობის მიღება.

განკარგულება მიზნად ისახავს მებრძოლების ჩანაცვლებას სხვადასხვა მეთოდებით, მათ შორის, ემიგრანტების რეკრუტირებით.