რუსეთი უკრაინაზე მორიგ სარაკეტო თავდასხმას ამზადებს
რუსეთი უკრაინაზე მორიგ სარაკეტო თავდასხმას ამზადებს - ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი პრესცენტრის ხელმძღვანელი, ნატალია გუმენიუკი ავრცელებს.
მისი ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა გუშინ შავ ზღვაში ფრეგატი Admiral Makarov და ფრეგატი Admiral Essen-ი საბრძოლო მორიგეობის რეჟიმზე გადაიყვანეს.
ანუ, ორი ფრეგატი საბრძოლო მორიგეობაზე იმყოფება. ეს არის ზღვიდან სარაკეტო საფრთხის უკიდურესად მაღალი დონე“, - აღნიშნა გუმენიუკმა.