სევასტოპოლში საჰაერო განგაშია გამოცხადებული - რუსული მედია

05.01.24 13:48
სევასტოპოლში საჰაერო განგაშია გამოცხადებული - რუსული მედია

ოკუპირებული ყირიმის რეგიონის ქალაქ სევასტოპოლში საჰაერო განგაში გამოცხადდა - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქალაქის ე.წ. გუბერნატორზე, მიხაილ რაზვოჟაევზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქალაქში სახმელეთო და საზღვაო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეწყდა. როგორც ირკვევა, სევასტოპოლისა და სტრელეცკაიას მიდამოებში დაფიქსირებული კვამლი სამხედროების მიერ შენიღბვის სტანდარტულ საშუალებების გამოყენებით არის განპირობებული.