უკრაინა ოკუპირებულ ყირიმში კონტრშეტევაზე გადავიდა - ლიკვიდირებულია 23 რუსი სპეცრაზმელი

05.01.24 15:13
უკრაინა ოკუპირებულ ყირიმში კონტრშეტევაზე გადავიდა - ლიკვიდირებულია 23 რუსი სპეცრაზმელი

უკრაინა ყირიმში კონტრშეტევაზე გადავიდა - ოკუპირებულ სევასტოპოლში რუსების სამხედრო ბაზის დაბომბვის შედეგად, რუსი საოკუპაციო არმიის 23 სპეცრაზმელია ლიკვიდირებული.

თავდასხმას რუსულ ბაზაზე უკრაინის თავდაცვის ძალები ადასტურებენ. ოკუპირებულ ყირიმში კი უკრაინელებმა 3 რაკეტა ჩამოაგდეს. ამ ფონზე კი ოკუპანტებმა შავ ზღვაში სამხედრო გემები საბრძოლო მზადყოფნაში უკვე მოიყვანეს. ლაინერები შორსმფრქვეველი რაკეტებით არის დატვირთული, თუმცა  განსაკუთრებული თავდაცვის რეჟიმზე უკრაინაც გადავიდა.

ქუჩაში აფეთქებებია. ნასხლეტები მოხვდა სახლებს. გუბერნატორმა განაცხადა, რომ არის ერთი გარდაცვლილი და რამდენიმე დაშავებული. გარდა ამისა, ნასხლეტები შენიშნეს მონასტირსკის რაიონში, ჩრდილოეთით. სპეცსამსახურის წარმომადგენლები ქუჩაში გამოვიდნენ და ყველა საჭირო და გადაუდებელ ზომას იღებენ", - აღნიშნა ადგილობრივმა.

მსგავსი სიახლეები