ოკუპანტები ახალი წლის დღეებში ქალაქების დაბომბვით უკრაინელების სულის გატეხვას ცდილობენ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთის პარტნიორებს დახმარების თხოვნით მიმართავს - იგი დასავლელ მეგობრებს აფრთხილებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი ომში გაიმარჯვებს, ეს ასევე დასავლეთის დამარცხებაც იქნება.
ზელენსკის თქმით, რუსი საოკუპაციო ძალები ახალი წლის დღეებში ქალაქების დაბომბვით უკრაინელების "სულის გატეხვას" ცდილობდნენ.
ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის რამდენიმე ქალაქი და სოფელი რუსეთის მხრიდან თავდასხმის სამიზნე გახდა. აშკარაა, რომ ტერორისტული სახელმწიფოს ხელმძღვანელობამ გასული წლის ბოლო და მიმდინარე წლის დასაწყისი გამოიყენა იმისთვის, რომ უკრაინელების სული გაეტეხა. მათი მიზანი ჩვენი ენერგეტიკის სექტორის განადგურება იყო, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ. ჩვენი დიპლომატები აკეთებენ ყველაფერს, რომ უკრაინამ საჰაერო თავდაცვის სისტემები მიიღოს", - აღნიშნა ზელენსკიმ.