ირანმა მომხდარ აფეთქებებში ეჭვმიტანილები დააკავა

05.01.24 17:36
ირანმა მომხდარ აფეთქებებში ეჭვმიტანილები დააკავა

ირანის ქალაქ კერმანში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის, აჰმად ვაჰიდის თქმით, სადაზვერვო სამსახურს გააჩნია კონკრეტული ინფორმაცია აფეთქებებში მონაწილე პირების შესახებ.

ჩვენი ქვეყნის ქმედუნარიანმა სადაზვერვო სააგენტოებმა მოიპოვეს ძალიან კარგი ინფორმაცია კერმანში ტერორისტულ აფეთქებებში მონაწილე ელემენტებთან დაკავშირებით და ამ ინციდენტში მონაწილეთა ნაწილი დააკავეს“, - აღნიშნა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები