ანექსირებულ ყირიმში საბრძოლო მოქმედებები გაახლდა - უკრაინა კონტრშეტევაზეა

ანქესირებულ ყირიმში საბრძოლო მოქმედებები გაახლდა. უკრაინა კონტრშეტევაზე გადავიდა. ბოლო ცნობებით, ოკუპირებულ სევასტოპოლში რუსების სამხედრო ბაზის დაბომბვის შედეგად რუსი საოკუპაციო არმიის 23 სპეცრაზმელია ლიკვიდირებული. დღის განმავლობაში უკვე მესამედ გამოცხადდა განგაში. პარალიზებულია ყირიმის ხიდი და შეწყვეტილია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა.
რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში აფეთქებები გამთენიას დაიწყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ "კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევის მცდელობა აღიკვეთა“. ოფიციალური მონაცემებით, დღეს საჰაერო თავდაცვის საშუალებებით 36 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ყირიმის თავზე, ერთი კი კრასნოდარის მხარეში გაანადგურეს.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.