ფინეთი რუსეთიდან გათხევადებული აირის იმპორტის აკრძალვას გეგმავს

06.01.24 10:08
ფინეთი რუსეთიდან გათხევადებული აირის იმპორტის აკრძალვას გეგმავს

ფინეთი აპირებს, რომ 2025 წლიდან აკრძალოს რუსეთის ფედერაციიდან გათხევადებული აირის იმპორტი - ამის შესახებ განცხადებას გარემოს დაცვის მინისტრი, კაი მიკიანენი აკეთებს.

მისი თქმით, ამ ნაბიჯის გადადგმა შესაძლებელია ევროკავშირის გაზის ბაზრის ეფექტიანი რეფორმის გატარების მეშვეობით, რომელიც ევროკავშირის თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ და ევროპარლამენტმა შეათანხმეს დეკემბერში.

არ მინდა რაიმე კონკრეტული თარიღის დაპირება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს ისეთ ვითარებაში აღმოვჩნდებით, როცა აკრძალვა ძალაში შევა", -თქვა მიკიანენმა.