ამ წლის გაძლება მთლიანად ამ ომის გაძლებას ნიშნავს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვას ავრცელებს - იგი უკრაინაში არსებული ომის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ "ამ წლის გაძლება მთლიანად ამ ომის გაძლებას ნიშნავს".
მან მადლობა გადაუხადა გერმანიას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტის გადაცემისთვის და საკუთარ პარტნიორებს იმავე ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.
მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამას იაზრებს, ვინც ეხმარება სახელმწიფოს უფრო ძლიერი გახდეს, ხოლო ჩვენს მებრძოლებს - მტრის განადგურების შესაძლებლობა ჰქონდეთ.
ეს საჰაერო თავდაცვის რაკეტებია, 155 კალიბრის არტილერია, ასევე სხვა აუცილებელი რაღაცები. მადლობა. ძალიან დროული პაკეტია. ჩვენი სხვა პარტნიორებისგანაც ველით ასეთ ნაბიჯებს, კერძოდ შეერთებული შტატებისგან, რათა ამ ზამთრისგან, როგორც წინასგან, რუსულმა ტერორმა ვერაფრის მოგება ვერ შეძლოს”, - განაცხადა ზელენსკიმ.