უზენაესმა სასამართლომ განსახილველად მიიღო ტრამპის აპელაცია კოლორადოს სასამართლოს წინააღმდეგ

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლო დონალდ ტრამპის აპელაციას სასამართლოს იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განიხილავს, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს კოლორადოს შტატში რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზმში მონაწილეობას უკრძალავს.
სასამართლო საქმის განხილვას თებერვალში დაიწყებს, რომლის მიღებული გადაწყვეტილებაც მთელი ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს.