უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 2 "შაჰიდი" ჩამოაგდეს

ოკუპანტებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს. უკრაინის საჰაერო ძალების თქმით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 2 "შაჰიდი" მიკოლაევისა და ხმელნიცკის ოლქებში ჩამოაგდეს.
უწყების თქმით, ოკუპანტებმა დრონები რუსეთის ტერიტორიიდან (პრიმორსკო-ახტარსკის ოლქიდან) გაუშვეს.