ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 62 რაკეტა გაისროლეს - თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო

06.01.24 12:07

„ჰეზბოლას“ განცხადებაში ნათქვამია, რომ მერონის მთასთან ახლოს მდებარე ისრაელის სამხედრო ობიექტების მიმართულებით 62 რაკეტა გაუშვეს.

„ჰეზბოლას“ ცნობით, განხორციელებული თავდასხმა გასულ კვირას ლიბანში „ჰამასის“ ლიდერის, სალეჰ ალ-არურის მკვლელობაზე პასუხს წარმოადგენს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში, „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ საპასუხო საარტილერიო ცეცხლი გახსნა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მერონის მთასთან ახლოს აფეთქებების ხმა ისმოდა და ისრაელის ჩრდილოეთ რაიონებში განგაში გამოცხადდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში, „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ საპასუხო საარტილერიო ცეცხლი გახსნა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.