მომატებულია COVID-19, გრიპი და სხვა პათოგენების რესპირატორული დაავადებები - ჯანმოს ხელმძღვანელი

06.01.24 12:39
მომატებულია COVID-19, გრიპი და სხვა პათოგენების რესპირატორული დაავადებები - ჯანმოს ხელმძღვანელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადანო მოსახლეობას მოუწოდებს, რომ "კოვიდ 19-ზე" შემოწმება გაიკეთონ, რადგან ბოლო კვირების განმავლობაში ვირუსის შემთხვევები საგრძნობლად არის გაზრდილი.

მან ასევე სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ ტესტებსა და ვაქცინაციაზე მოსახლეობისთვის წვდომა უზრუნველყონ.

"კოვიდ-19"-ი, გრიპი და სხვა პათოგენების რესპირატორული დაავადებები ბოლო კვირების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში მატულობს. დარწმუნდით, რომ გაიარეთ ტესტირება და საჭიროების შემთხვევაში მიიღეთ დახმარება. კოვიდ-19-ის მკურნალობამ შეიძლება, თავიდან აიცილოს მძიმე დაავადება და სიკვდილი.

გააგრძელეთ ნიღბების, ვენტილაციისა და დისტანცირების გამოყენება გამოვლენის შესამცირებლად და დარწმუნდით, რომ თქვენ და თქვენ საყვარელ ადამიანებს "კოვიდ-19"-ისა და გრიპის საწინააღმდეგო აცრები ჩატარებული გაქვთ", – განაცხადა მან.