ბლინკენი ერდოღანს შეხვდა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრამდე მან მოლაპარაკებები თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან გამართა.
"შეხვედრაზე მინისტრებმა ღაზაში მიმდინარე ომი და ჰუმანიტარული კრიზისი, შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროცესი, ორმხრივი და რეგიონული საკითხები განიხილეს", - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.