ღაზა მომავალი პალესტინის სახელმწიფოს ნაწილი იქნება - ბორელი

06.01.24 18:45
ღაზა მომავალი პალესტინის სახელმწიფოს ნაწილი იქნება - ბორელი

ბეირუთში, ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, აბდალა ბუ ჰაბიბი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელს შეხვდა.

ღაზა მომავალი პალესტინის სახელმწიფოს ნაწილი იქნება, - ამის შესახებ ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელმა აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონულ კონფლიქტს გამარჯვებული არ ეყოლება.

„ღაზა მომავალი პალესტინის სახელმწიფოს ნაწილი იქნება. ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტა რეალობად იქცეს.

აუცილებელია ახლო აღმოსავლეთში რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილება. აბსოლუტურად მნიშვნელოვანია ლიბანის რეგიონალურ კონფლიქტში ჩათრევის თავიდან აცილება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.