11 გარდაცვლილი, მათ შორის 5 ბავშვი - ოკუპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს
რუსეთის არმიამ დონეცკის ოლქი დაბომბა. დაღუპულია 11 ადამიანი. გარდაცვლილებს შორის 5 ბავშვია. 8 დაშავებული კლინიკაშია მოთავსებული.
კიევის ცნობით, ოკუპანტებმა საცხოვრებელი შენობების დაბომბვის დროს C-300 რაკეტები გამოიყენეს.
დონეცკის ოლქზე განხორცილებულ თავდასხმას ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი. ზელენსკი აცხადებს, რომ ტეროორისტული სახელმწიფო რუსეთი ამ ქმედებებისთვის პასუხს აგებს.