126 გარდაცვლილი - იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით გარდაცვლილია 126 ადამიანი. დაკარგულად ითვლება ორასზე მეტი მოქალაქე.
სამძებრო - სამაშველო ოპერაცია ისიკავაში ახლაც გრრძელდება, მაგრამ მაშველებს ნანგრევებში მოყოლილების ცოცხლადდ პოვნის იმედი აღარ აქვთ. სამძებრო ოპერაციას ამინდის გაუარესება ართულებს. ნოოტოს ნახევარკუნძულზე თოვლი და დაბალი ტემპერატურაა.
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა 1 იანვარს მოოხდა..ბიძგების სიმძლავრე თითქმის 8მაგნიტუდას აღწევდა.