შარლ მიშელი თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებს

შარლ მიშელი თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და პოსტის დატოვებაც ამიტომ გადაწყდა, რადგან ამ თანამდებობის შეთავსება პარლამენტის დეპუტატობასთან არ შეიძლება.
ვინ გახდება მიშელის შემცვლელი - ამის შესახებ ცნობილი ივნისის ბოლოს გახდება.
შარლ მიშელი ევროპული საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებს. მანამდე ის ბელგიის პრემიერ-მინისტრი იყო