შობა დღეს ოკუპანტებმა ჰერსონში ბაზარი და ეკლესია დაბომბეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები

ოკუპანტებმა შობა დღეს ჰერსონში საცხოვრებელი სახლი, ბაზარი და ეკლესია დაბომბეს. არიან დაღუპულები და დაშავებულები. ამის შესახებ ინფორმაცაის ჰერსონისოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტელეგრამ არხზე ავრცელებს.
რუსული არმია ჰერსონის საცხოვრებელ კვარტლებს რამდენიმე საათის განმავლობაში ბომბავდა. დაარტყეს ბაზარს და საცხოვრებელ სახლს. ოკუპანტებმა დღეს ორი ადამიანი სიცოცხლე შეიწირეს, - წერს ალექსანდრ პრკუდინი.
მისივე ცნობით, კიდევ ორი ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული. პროკუდინმა ასევე გაასაჯაროა ვიდე, სადაც დანგრეული საცხოვრებელი სახლები ჩანს.
ასევე ჰეროსნის ოქლის სახელმწიფო ადმინისტრაციამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსებმა ჰერსონის ოლქის სადოვოეში ეკლესია დაბომბეს.
დაშავდა 73 წლის კაცი. მან აზიანებები აფეთქების შედეგად მიიღო, - ნათქვამია შეტყობინებაში.