რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ოლქი დაბომბა - არის მსხვერპლი

08.01.24 14:27
რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ოლქი დაბომბა - არის მსხვერპლი

კრივოი როგი, ზაპოროჟიე, დნეპრი, ხმელნიცკი და ხარკოვის ოლქი - 8 იანვარს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე მასიური იერიში მიიტანა.

დილის 7:00 საათზე დაიბომბა ხარკოვის ოლქი. შედეგად დაშავებულია ერთი ქალი, განადგურებულია რამდენიმე სამრეწველო ობიექტი. ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლს, დაშავდა 2 კაცი, ერთ ქალს ნანგრევებში ეძებენ.

ზაპოროჟიეში სულ მცირე 5 აფეთქება მოხდა,  2 ადამიანი დაშავდა.

25 ადამიანი დაშავდა და გარდაცვლილია ერთი პირი კრივოი როგში იერიშის შედეგად, რუსებმა სავაჭრო ცენტრს ჭურვი ესროლეს.