ყველა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ უკრაინასთან ერთად NATO ბევრად ძლიერი გახდება - ზელენსკი

08.01.24 16:39
ყველა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ უკრაინასთან ერთად NATO ბევრად ძლიერი გახდება - ზელენსკი

ყველა სახელმწიფო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ უკრაინასთან ერთად NATO ბევრად ძლიერი გახდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა.

"გვქონდა ხანგრძლივი თათბირი ჩვენი გეგმების შესახებ NATO-სა და ევროკავშირში ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობებზე, ჩვენს კომუნიკაციასა და ნაბიჯებზე. ასევე იმ სამუშაოებზე, რომელსაც არასაჯაროდ ვაწარმოებთ მათთან.

მკაფიოდ ფორმულირებული გვაქვს ამოცანა - ჩვენი პრიორიტეტებია, სრულად მოვახდინოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების რეალიზება და შევიმუშაოთ ალიანსის წევრებთან კომუნიკაციებისა და ურთიერთობების ისეთი სისტემა, რომ ყველა სახელმწიფო 100%-ით იყოს დარწმუნებული იმაში, რომ უკრაინასთან ერთად NATO ბევრად ძლიერი გახდება", - ამბობს ზელენსკი.

მსგავსი სიახლეები