4 დაღუპული, 38 მძიმედ დაჭრილი - რუსეთი უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას ბალისტიკური რაკეტებით უსწორდება

08.01.24 18:54
4 დაღუპული, 38 მძიმედ დაჭრილი - რუსეთი უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას  ბალისტიკური რაკეტებით უსწორდება

უმძიმესი ღამე უკრაინისთვის - რუსების მიერ განხორციელებულ სარაკეტო შეტევას  4 ადამიანი ემსხვერპლა, 38 კი მძიმედ დაშავდა. 

რუსულმა ძალებმა ხარკოვს, დნეპროპეტროვსკსა და ზაპოროჟიეს ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს.

დნეპროპეტროვსკში 24 ადამიანი დაშავდა, მათგან 5 ბავშვია. 

"რაკეტების უმეტესობა, რომელთაც რუსეთი იყენებს, ბალისტიკური ტრაექტორიით დაფრინავს. უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი სამიზნის ჩამოგდება იმ საშუალებებით შეიძლება, რომლებსაც ამის გაკეთების შესაძლებლობა გააჩნია, კერძოდ, Patriot-ის სისტემებით. ამიტომაა დღეს ასეთი შედეგი. ბევრი უკვე ამბობს, რომ ჩამოგდების პროცენტი ძალიან მაღალი არ არის. პროცენტი იგივეა, როგორიც იყო.

მაგალითად, X-101 ტიპის რაკეტებთან დაკავშირებით, 24-დან 18 განადგურებულია. ეს ცუდი შედეგი არ არის. შეტევებიც მცირდება. 29 დეკემბერს თუ 158 საჰაერო თავდასხმა, შემდეგ იყო 134, დღეს კი 59", - ამბობს უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერი.