ლოიდ ოსტინი ჰოსპიტალიზებულია

09.01.24 10:17
ლოიდ ოსტინი ჰოსპიტალიზებულია

ამერიკის თავდაცვის მდივანი ჰოსპიტალიზებულია. ლოიდ ოსტინი ახლა ინტენსიური თერაპის განყოფილებაშია გადაყვანილი. ერთი ვერსიით ოსტინი საავადმყოფოში დეკემბერში ჩატარებული სამედიცინო პროცედურის შემდგომი გართულებების გამო მოხვდა. 

პენტაგონმა ინფორმაცია დაგვიანებით გამოაცხადა რის გამოც ამერიკის თავდაცვის უწყება კრიტიკის ობიექტი გახდა.

უფრო მეტიც, ბლუმბერგი წერს, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა და კონგრესმა თავდაცვის მდივნის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ოთხი დღის განმავლობაში არაფერი იცოდნენ.

მსგავსი სიახლეები