ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ისრაელში ჩავიდა. ენტონი ბლინკენი დღეს ხელისუფლების მაღალჩინოსნებს შეხვდება. სი-ენ-ენის ინფორმაციით, ამერიკელი დიპლომატი ნეთანიაჰუს მთავრობას მოუწოდებს უფრო მეტი ნაბიჯი გადადგას ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. ისრაელში ჩასვლამდე სახელმწიფო მდივანი იორდანიაში, თურქეთში, საუდის არაბეთსა და კატარში იმყოფებოდა.