მაკრონმა საფრანგეთის ახალ პრემიერად გაბრიელ ატალი დაასახელა

09.01.24 16:10
მაკრონმა საფრანგეთის ახალ პრემიერად გაბრიელ ატალი დაასახელა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ახალ პრემიერმინისტრად გაბრიელ ატალი დაასახელა.

34 წლის ატალი საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი იქნება. ის ახლა განათლების მინისტრის პოსტს იკავებს.

გაბრიელ ატალი ელისაბედ ბორნს შეცვლის, რომელმაც თანამდებობა გუშინ დატოვა. BBC-ის ინფორმაციით, ბორნის გადადგომა, სავარაუდოდ, უკავშირდება საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივას, რომ ევროპის არჩევნების წინ მთავარი გუნდი განაახლოს.

მსგავსი სიახლეები