„კოვიდ-19“ და მისი ვარიანტები ევროპაში სულ უფრო მეტად ვრცელდება - ევროკომისარი ჯანდაცვის საკითხებში

09.01.24 18:24
„კოვიდ-19“ და მისი ვარიანტები ევროპაში სულ უფრო მეტად ვრცელდება - ევროკომისარი ჯანდაცვის საკითხებში

„კოვიდ-19“ და მისი ვარიანტები ევროპაში სულ უფრო მეტად ვრცელდება, - ამის შესახებ ევროკომისარმა ჯანდაცვის საკითხებში, სტელა კირიაკიდესმა განაცხადა.

ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ვირუსების გავრცელების შესაჩერებლად აუცილებელია ადეკვატური ტესტირება, თანმიმდევრულობა და მონაცემების გაზიარება.

ვაქცინაცია „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ თავდაცვის ყველაზე მნიშვნელოვან საშუალებად რჩება, განსაკუთრებით ყველაზე მეტად დაუცველთათვის. სექტემბერში ჯანდაცვის მინისტრებისთვის გაგზავნილ წერილში ხაზი გავუსვი „კოვიდ-19“-ისა და სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის აუცილებლობას“, - განაცხადა სტელა კირიაკიდესმა.