ეკვადორში სატელევიზიო სტუდიაში, პირდაპირი ეთერის დროს შეიარაღებული პირები შეიჭრნენ

10.01.24 10:10
ეკვადორში სატელევიზიო სტუდიაში, პირდაპირი ეთერის დროს შეიარაღებული პირები შეიჭრნენ

ქალაქ გუაიაკილიში  სატელევიზიო სტუდიას პირდაპირი ეთერის დროს თავს დაესხნენ. შეიარაღებული  დაჯგუფების წევრები ტელეცენტრის შენობაში იმ დროს შეიჭრნენ, როცა საინფორმაციო სამსახური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მეთაურის, ციხიდან გაქცევის ამბავს აშუქებდა.

თავდასხმის გამო, პირდაპირი მაუწყებლობა შეწყდა. ეკვადორის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შიდა შეიარაღებული კონფლიქტიი გამოცხადა. პოლიცია ამ დრომდე მთელი ქვეყნის მასშტაბით სპეცოპერაციას ატარებს. ციხიდან გაქცეულია ჯამში 40-მდე მძიმეე დანაშალში ბრალდებული პატიმარი.